Thumbnail

მოუსმინეთ: Boldy James ალბომს Real Bad Boldy ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეიმს ჯოუნსი, სასცენო სახელით Boldy James, რომელიც ამჟამად თავისი კარიერის მწვერვალზეა, მსმენელს მორიგ ალბომს Real Bad Boldy სთავაზობს. ბოლდის ახალი სტუდიური ნამუშევარი 10 კომპოზიციას მოიცავს და თითოეული მათგანის პროდიუსერი კალიფორნიელი მუსიკოსი Real Bad Man გახლავთ. ჩანაწერის ფარგლებში ანდერგრაუნდ ემსიმ ითანამშრომლა კოლეგებთან: Meyhem Lauren, Stove God Cooks, Eto, Mooch და Rigz.

მოუსმინეთ: Boldy James ალბომს The Versace Tape ავრცელებს

მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ

ბოლდი ჯეიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ანდერგრაუნდ ემსიმ სახელი ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად 2013 წელს ჩაწერილი ალბომით My 1st Chemistry Set გაითქვა. კოლეგებმა 2020 წელს მეორე კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი The Price Of Tea In China გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. იმავე წლიდან დეტროიტელი შემსრულებელი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრია. მას შემდეგ ბოლდიმ თაყვანისმცემლებს მიქსტეიპები Manger On McNichols, The Versace Tape და ალბომი Real Bad Boldy შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული