Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy ალბომის When It's Dark Out დელუქს ვერსიას აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, 2015 წლის ალბომის When It's Dark Out ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდიური ნამუშევრის დელუქს ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც ორ ახალ კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერის Years To Go ფარგლებში ჯი-იზიმ მომღერალ Goody Grace-თან ითანამშრომლა, ტრეკში Lifestyles Of The Rich & Hated კი მისი ცნობილი მაიამელი კოლეგა Rick Ross მონაწილეობს.

ნახეთ: G-Eazy - Down

მოუსმინეთ: G-Eazy პოპ როკ ალბომს Everything's Strange Here ავრცელებს

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში მისი ყველაზე წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything's Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული