Thumbnail

ნახეთ: Fleet Foxes-მა კოლბერის შოუში კომპოზიცია Can I Believe You შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი ფოლკ ჯგუფი Fleet Foxes სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. კოლექტივმა გადაცემაში კომპოზიცია Can I Believe You შეასრულა. მუსიკოსებმა პერფორმანსი ბრუკლინში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში გუნდთან ერთად ჩაწერეს. სინგლი ბენდის რიგით მეოთხე ალბომში Shore შედის, რომელიც 22 სექტემბერს გავრცელდა.

ნახეთ: Fleet Foxes კომპოზიციაზე Sunblind გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Fleet Foxes კომპოზიციის Can I Believe You კლიპს ავრცელებს

Fleet Foxes ქალაქ სიეტლში 2006 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა კარიერის განმავლობაში ოთხი სტუდიური ალბომი გაავრცელეს. ბენდს განსაკუთრებული პოპულარობა ტრეკებმა White Winter Hymnal და Mykonos მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული