Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Makoto ავრცელებენ

ცნობილი ელექტრონული მუსიკოსი, ნიკა მაჩაიძე, სასცენო სახელით Nikakoi, ახალ კომპოზიციას Makoto ავრცელებს. ნამუშევარში მისი შვილი, პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, მაქსიმე მაჩაიძე, პროექტით Luna997 მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ნიკამ და მაქსიმემ მიმდინარე წლის ოქტომბერში კიდევ ერთ ტრეკზე სახელწოდებით Lamp ითანამშრომლეს.

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Lamp ავრცელებენ

მოუსმინეთ: ნიკა მაჩაიძე 15 წლის წინ ჩაწერილ ალბომს GEOWEDDINGS აქვეყნებს

ახალი კომპოზიცია შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკაკოის 2018 წელს მაქსიმეს ჯგუფის, KayaKata-ს კომპოზიციის Ataris რემიქსი აქვს გავრცელებული, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნიკა მაჩაიძე კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და რეჟისორი გახლავთ. მას ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბოლო EP სახელწოდებით Raise Your Head And Smell The Air არტისტმა 2016 წელს გამოუშვა. ნიკა წლების განმავლობაში ფსევდონიმით Erast მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს არაერთი ქართული ფილმისთვის აქვს საუნდტრეკი დაწერილი. ის არტ გაერთიანება Goslab-ის წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული