Thumbnail

მოუსმინეთ: The Avalanches ახალ ალბომს We Will Always Love You ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ავსტრალიურმა ჯგუფმა The Avalanches ახალი, რიგით მესამე ალბომი We Will Always Love You გამოუშვა. ჩანაწერში სულ 25 კომპოზიცია შევიდა, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯონი მარი, დენზელ კარი, MGMT, Tricky, Karen O და სხვები. ალბომი ლეიბლმა Modular Recordings გაავრცელა.

ნახეთ: The Avalanches - Interstellar Love Ft. Leon Bridges

ნახეთ: The Avalanches - Music Makes Me High | Take Care in Your Dreaming

ნახეთ: The Avalanches-მა კომპოზიციაზე Wherever You Go გადაღებული კლიპი გაავრცელა

The Avalanches ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში 1997 წელს შეიქმნა. 2000 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Since I Left You გაავრცელა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ კი მუსიკოსები მსმენელებს რიგით მეორე ალბომით Wildflower დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული