Thumbnail

Lizzo: ვაღიარებ, საკუთარ სხეულზე ნეგატიური ფიქრები მეც გამიჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, მელისა ჯეფერსონმა, ფსევდონიმით Lizzo, პლატფორმა TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გაამხილა, რომ საკუთარ სხეულზე ნეგატიურ კონტექსტში დაიწყო ფიქრი. 32 წლის არტისტი, რომელიც აქტიურად უპირისპირდება სილამაზის გაბატონებულ სტანდარტებს, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მისი თვითშეფასება დაეცა.

Lizzo: მინდა, ჩემი სხეულის ფორმები ნორმად მიიჩნეოდეს

Lizzo: მე და თქვენ იდეალურ სხეულზე სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს

"შინ დაბრუნებულმა ტანსაცმლის გახდა დავიწყე, რათა შხაპი მიმეღო. ამ დროს ბევრი უარყოფითი ფიქრი მომეძალა საკუთარ სხეულთან დაკავშირებით - "რა ჯანდაბა მჭირს? ალბათ, ყველაფერი. იქნებ ყოველი სალანძღავი სიტყვა, რომელსაც ხალხი ჩემზე ამბობს, სრული სიმართლეა. რატომ ვარ ასეთი ამაზრზენი? ჩემს სხეულს ვერ ვიტან". სხვა დროს პოზიტიურ რაღაცებს ვიტყოდი, რათა განწყობა ამემაღლებინა, მაგრამ არ ვთქვი. არა უშავს, ვფიქრობ, ესეც ნორმალურია, ყველას ემართება. ჩვენ შორის საუკეთესოებსაც კი. უბრალოდ, უნდა ვიცოდე, რომ ხვალ აზრი შემეცვლება. იმედი უნდა ვიქონიო, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ჩემი განწყობები. ვიცი, რომ ლამაზი ვარ, ამას ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გადავლახავ", - ამბობდა მუსიკოსი.

მეორე დღეს ლიზომ იგივე ვიდეო გააზიარა კადრებთან ერთად, რომელშიც საკუთარ სხეულს უწევს დემონსტრირებას და პოსტის აღწერის ველში დაწერა:

"დილით გაუმჯობესებული განწყობით გავიღვიძე, 100 პროცენტით თავდაჯერებული არ ვარ, მაგრამ ვიქნები. ვიღებ ჩემს თავში იმას, რასაც გუშინ ვერ ვიტანდი და ვიწყებ ახალ დღეს".

@lizzo

##duet with @lizzo woke up feeling better.. not 100% but I’m getting there. Gave the parts of me I hated last night a rub & a hug ❤️ issss a new day

♬ original sound - lizzo

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული