Thumbnail

წლის ერთ-ერთ გამორჩეული ჰიპ ჰოპ ალბომის BURDEN OF PROOF ავტორი, ბუფალოელი ემსი, ჯერემი ფენიქი, ფსევდონიმით Benny The Butcher, მსმენელს ახალ კომპოზიციას 3:30 In Houston სთავაზობს. რეპერი ჩანაწერში ნოემბერში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება, როდესაც ბოროტმოქმედებმა მისი გაძარცვა სცადეს და ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს. ტრეკის პროდიუსერები Daringer და Beat Butcha არიან, რომლებთანაც ბენი ხშირად თანამშრომლობს.

ჰიუსტონში Benny The Butcher დაჭრეს

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა. 2020 წელს ემსიმ ცნობილ კალიფორნიელ პროდიუსერთან, ჰით-ბოისთან ერთად შექმნილი სტუდიური ნამუშევარი BURDEN OF PROOF გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული