Thumbnail

მოუსმინეთ: Jack Harlow სადებიუტო ალბომს That's What They All Say აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

22 წლის ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯექმენ თომას ჰარლოუმ, სასცენო სახელით Jack Harlow, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That's What They All Say ჩაუშვა, რომელიც 14 კომპოზიციას, მათ შორის ჰიტის Whats Poppin რემიქსს მოიცავს. კენტუკელმა რეპერმა სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: Lil Baby, Big Sean, Chris Brown, Lil Wayne, Tory Lanez, Adam Levine და სხვა. ჩანაწერი ლეიბლის Atlantic Records მხარდაჭერით გამოიცა.

ნახეთ: Jack Harlow x Big Sean - Way Out

ნახეთ: Jack Harlow - Tyler Herro

ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული