Thumbnail

მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი Evermore გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მე-9 ალბომი Evermore გაავრცელა, რომელშიც სულ 15 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ ჯგუფებთან, როგორებიც არიან: The National, Bon Iver და Haim.

ტეილორ სვიფტის Folklore მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა

ტეილორმა Evermore ყველასთვის მოულოდნელად, მის გავრცელებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე დააანონსა. ეს უკვე რიგით მეორე ალბომია, რომელიც მომღერალმა მიმდინარე წელს გამოუშვა. ივნისში მან სტუდიური ჩანაწერი Folklore ჩაუშვა გაყიდვაში, რომელიც 2021 წლის გრემის ნომინანტია.

მუსიკოსმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა გრემის პირველი ჯილდო მიიღო და, ბილი აილიშის გამარჯვებამდე, ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსსაც ატარებდა. 10 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული