ცნობილმა ავსტრალიურმა ჯგუფმა AC/DC კომპოზიციაზე Demon Fire გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების ბოლო, რიგით მეჩვიდმეტე ალბომში Power Up შედის, რომელიც გაყიდვაში 13 ნოემბერს ჩაეშვა.
► მოუსმინეთ: AC/DC ახალ ალბომს Power Up ავრცელებს
AC/DC სიდნეიში 1973 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორის დაასახელა.
კომენტარები