ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტმა, ჯონ ჰოპკინსმა ახალი კომპოზიცია Dawn Chorus გაავრცელა. ნამუშევარი ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ტომ იორკის ამავე სახელწოდების ტრეკის ქავერ ვერსიაა.
► მოუსმინეთ: Jon Hopkins - Singing Bowl (Ascension)
► მოუსმინეთ: Jon Hopkins - Scene Suspended
Dawn Chorus ტომ იორკის რიგით მესამე სოლო ალბომში Anima შედის, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა.
ჯონ ჰოპკინსმა კარიერა 2001 წელს დაიწყო. თავის დროზე მუსიკოსი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ბრაიან ინო, Coldplay და Bonobo. ჰოპკინსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეოთხე სტუდიურმა ალბომმა Immunity მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. მისი შემოქმედება ემბიენთ ტექნოს, ელექტროსა და IDM-ს აერთიანებს.
კომენტარები