Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა The Who-ს კომპოზიცია My Generation შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის, The Who-ს კომპოზიცია My Generation შეასრულა. ჩანაწერი 2015 წელს ლონდონში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზეა გადაღებული. შემოსული თანხა ორგანიზაცია Teenage Cancer Trust-ს გადაეცა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს ეხმარება. ლიამის გამოსვლა ოფიციალურად პირველად გავრცელდა.

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა კომპოზიციაზე All You’re Dreaming Of კლიპი გადაიღო

ლიამ გალაჰერი: ერთხელ მარადონა მე და ნოელს სროლით დაგვემუქრა

ლიამ გალაჰერმა 2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 2019 წელს კი არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Why Me? Why Not. გაავრცელა, რომელმაც ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული