Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯექმენ თომას ჰარლოუ, სასცენო სახელით Jack Harlow, განაგრძობს მომავალი ალბომის Thats What They All Say პრომოუშენს და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ კომპოზიციას Way Out სთავაზობს. ჯექის ახალ ჩანაწერში მისი ცნობილი კოლეგა, ბიგ შონი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები კი Jasper Harris, Heavy Mellow და ​jetsonmade არიან.

ნახეთ: Jack Harlow - Tyler Herro

ნახეთ: Jack Harlow, DaBaby, Tory Lanez და Lil Wayne კლიპში Whats Poppin (Remix)

რეპერის სადებიუტო ალბომი გაყიდვაში ხვალ, 11 დეკემბერს ჩაეშვება. მუსიკოსმა ინსტაგრამზე სტუდიური ნამუშევრის ტრეკლისტი უკვე გამოაქვეყნა.

ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული