Thumbnail

10 სიმღერის ტექსტი, რომლებიც 2020 წელს Google-ში ყველაზე მეტჯერ მოძებნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კომპანია Google-მა 2020 წლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა, მათ შორის დაასახელა კომპოზიციები, რომელთა ტექსტებიც, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე მეტჯერ დაგუგლეს. ათეულს პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-სა და Megan Thee Stallion-ის ჰიტი WAP ლიდერობს. ჩამონათვალში აგრეთვე მოხვდა ამერიკელი რეპერის, ტეკაში სიქსნაინის, სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS, მომღერალ ბილი აილიშის, პაკისტანური წარმოშობის იუთუბერის DripReport, ინდონეზიელი მუსიკოსების, სებიენის, ჰენდრა კუმბარასა და სხვების ნამუშევრები.

ყველაზე პოპულარული სიმღერები TikTok-ზე 2020 წელს

10 ყველაზე პოპულარული კომპოზიცია Tinder-ზე 2020 წელს

გთავაზობთ სიმღერების სრულ სიას, რომელთა ტექსტებიც წელს ყველაზე მეტჯერ დაგუგლეს:

Cardi B - WAP ft. Megan Thee Stallion
Jason Derulo & Jawsh 685 - Savage Love
Tekashi 6ix9ine - GOOBA
DripReport- Skechers
BTS - Dynamite
Sabyan - Aisyah Istri Rasulullah
Billie Eilish - No Time To Die
Bad Bunny - Safaera ft. Jowell & Randy and Ñengo Flow
Hendra Kumbara - Dalan Liyane
Jack Harlow - What's Poppin

გუგლისვე მონაცემებით, კომპოზიცია WAP-ის სახელწოდება, რომელიც იშიფრება, როგორც Wet A*s P***y, წელს აშშ-ის მასშტაბით ყველაზე მეტჯერ დაგუგლეს იმ მიზნით, რათა მისი მნიშვნელობა გაეგოთ.

Google-მა ასევე გაავცელა იმ კონცერტების ჩამონათვალი, რომლებითაც ინტერნეტის მომხმარებლები ყველაზე მეტად დაინტერესდნენ. ათეულის სათავეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მოძრაობა Global Citizen-ის ორგანიზებით გამართული საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი One World: Together At Home მოხვდა, რომელსაც კურატორობას პოპვარსკვლავი ლედი გაგა უწევდა. სიაში აგრეთვე გვხვდება ისეთი ჯგუფებისა და მუსიკოსების მიერ ჩატარებული კონცერტები, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, ანდრეა ბოჩელი, ტრევის სკოტი, BTS, Metallica და სხვები.

Together At Home concert
Fire Fight Australia concert
Garth Brooks drive in concert
Travis Scott Fortnite concert
BTS online concert
iHeartRadio concert
Andrea Bocelli concert
Elton John concert
Meerkat Music Take That concert
Metallica drive in concert

კომენტარები

ბოლოს დამატებული