Thumbnail

ნახეთ: ელის ფიბი ლუმ პოლ მაკკარტნის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სამხრეთაფრიკელმა მუსიკოსმა, ელის ფიბი ლუმ ლეგენდარული ბრიტანელი არტისტის, პოლ მაკკარტნის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Deep Deep Feeling დააქავერა. სიმღერა მაკკარტნის მომავალ ალბომში McCartney III იქნება წარმოდგენილი, რომელიც 18 დეკემბერს გამოიცემა.

პოლ მაკკარტნი: ჯონთან მეგობრობა რომ აღვადგინე, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო

პოლმა ალბომის McCartney III პრომოუშენის ფარგლებში პროექტი 12 Days of Paul წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა არტისტის მიერ ამ ჩანაწერში შესული სიმღერების დაქავერებას გულისხმობს.

"მომეცა შანსი, რომ პოლ მაკკარტნის მომავალ ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია Deep Deep Feeling შემესრულებინა. მისი ახალი ნამუშევრის წინასწარ მოსმენა და შემდეგ დაქავერება ჩემთვის დიდი პატივია", - წერს ინსტაგრამზე ელის ფიბი ლუ.

ელისმა კარიერა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მას ორი ალბომი და სამი EP აქვს გამოცემული. 2019 წლიდან ელისი პროექტ Strongboi-ს წევრია. არტისტის მუსიკალური მიმართულება ბლუზს, ჯაზზს, სოულსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული