Thumbnail

ნახეთ: ტროი სივანი, კეისი მასგრეივსი და მარკ რონსონი კლიპს Easy ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ტროი სივანმა კომპოზიციის Easy განახლებული ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ალტერნატიულ ჩანაწერში ქანთრი შემსრულებელი, კეისი მასგრეივსი და პოპულარული პროდიუსერი, მარკ რონსონი მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: ტროი სივანმა სტუდიური ჩანაწერი In A Dream გაავრცელა

სინგლი თავდაპირველი ვერსია სივანის რიგით მეხუთე EP-ში სახელწოდებით In A Dream შედის, რომელიც 21 აგვისტოს გამოიცა.

ტროი სივანმა პოპულარობა სადებიუტო სინგლისა და ალბომის გამოშვებისთანავე მოიპოვა. ის პარალელურად სამსახიობო კარიერითაცაა დაკავებული. არტისტი ისეთ ცნობილ ფილმში თამაშობდა, როგორიცაა X-Men Origins: Wolverine. მუსიკოსის შემოქმედება დრიმპოპსა და ელექტროპოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული