Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა კომპოზიციაზე All You’re Dreaming Of კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ Oasis-ის ყოფილი წევრი, ლიამ გალაჰერი საშობაო კომპოზიციაზე All You’re Dreaming Of გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის ავტორი ცნობილი ბრიტანული სერიალის Peaky Blinders მეხუთე სეზონის რეჟისორი, ენტონი ბირნი გახლავთ.

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა ფელონის შოუში კომპოზიცია All You’re Dreaming Of შეასრულა

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული