Thumbnail

ნახეთ: Meek Mill კლიპს Middle Of It აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ უილიამსი, ფსევდონიმით Meek Mill, მსმენელს კომპოზიციაზე Middle Of It გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. პოპულარული რეპერის ჩანაწერში მისი ნაკლებად ცნობილი ახალბედა კოლეგა Vory მონაწილეობს. ტრეკი მიქის სტუდიურ ნამუშევარში Quarantine Pack არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Meek Mill 4-ტრეკიან ჩანაწერს Quarantine Pack ავრცელებს

ნახეთ: Meek Mill კლიპს Pain Away ავრცელებს

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო ალბომი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული