Thumbnail

ნახეთ: ჯეკ ანტონოვმა და ბრიუს სპრინგსტინმა სიმღერა Chinatown შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა, ჯეკ ანტონოვმა, ინდი პოპ პროექტით Bleachers, ლეგენდარულ მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინთან ერთად ნიუ იორკში, ერთ-ერთი შენობის სახურავზე კომპოზიცია Chinatown შეასრულა. სინგლი ანტონოვის რიგით მესამე ალბომში შევა, რომელიც 2021 წელს გამოიცემა.

ბრიუს სპრინგსტინი: ახალი ალბომი თაყვანისმცემლის მიერ ნაჩუქარი გიტარით ჩავწერე

ჯეკ ანტონოვმა ინდი პოპ პროექტი Bleachers 2014 წელს შექმნა. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Strange Desire გაავრცელა. 2017 წელს კი ოთხი გრემის მფლობელმა არტისტმა, პროექტის ფარგლებში, რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Gone Now გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული