დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეიმს ჯოუნსი, სასცენო სახელით Boldy James, განაგრძობს მომავალი სტუდიური ნამუშევრის Real Bad Boldy პრომოუშენს და მსმენელს ახალ კომპოზიციას LIL Vicious სთავაზობს. ანდერგრაუნდ ემსის ჩანაწერში მისი ნიუ იორკელი კოლეგა ფსევდონიმით Eto მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი კი Real Bad Man გახლავთ.
► მოუსმინეთ: Boldy James - On Ten
► მოუსმინეთ: Boldy James - Thousand Pills
► მოუსმინეთ: Boldy James ალბომს The Versace Tape ავრცელებს
ბოლდი ჯეიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ანდერგრაუნდ ემსიმ სახელი ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად 2013 წელს ჩაწერილი ალბომით My 1st Chemistry Set გაითქვა. კოლეგებმა 2020 წელს მეორე კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი The Price Of Tea In China გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. 2020 წლიდან დეტროიტელი შემსრულებელი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრია. მას შემდეგ ბოლდიმ თაყვანისმცემლებს მიქსტეიპები Manger On McNichols და The Versace Tape შესთავაზა.
კომენტარები