Thumbnail

10 ყველაზე პოპულარული კომპოზიცია Tinder-ზე 2020 წელს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი გაცნობის აპლიკაციის, Tinder-ის წარმომადგენლებმა 2020 წელი შეაჯამეს და 10 კომპოზიცია გამოაქვეყნეს, რომლებიც მიმდინარე წელს პლატფორმაზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტრეკებს, რომლებსაც მომხმარებლები ერთმანეთს უგზავნიდნენ, ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-სა და Megan Thee Stallion-ის ჰიტი WAP ლიდერობს. ათეულში ასევე მოხვდა ისეთი მუსიკოსების ნამუშევრები, როგორებიც არიან: Drake, DaBaby, Juice Wrld და სხვები.

Spotify-მ 2020 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსები, სიმღერები და ალბომები დაასახელა

"ტინდერზე" პოპულარული კომპოზიციების სრული ათეული ასეთია:

ტოპ 10 კომპოზიცია "ტინდერზე"

"ტინდერი" 2012 წელს შეიქმნა და მომხმარებლების ყურადღება მალევე დაიმსახურა. 2014 წლის მონაცემებით, აპლიკაციას ყოველთვიურად 50 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. 2020 წელი კი, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უპრეცედენტოდ წარმატებული გამოდგა, რადგანაც, კორონავირუსის პანდემიის გამო, პლატფორმამ მილიონობით მომხმარებელი შეიძინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული