Thumbnail

შონ მენდესმა და კამილა კაბეიომ საშობაო სიმღერა The Christmas Song დააქავერეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვარსკვლავურმა წყვილმა, კანადელმა მუსიკოსმა, შონ მენდესმა და კუბელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ საშობაო სიმღერის The Christmas Song ქავერ ვერსია გაავრცელეს. კომპოზიციის გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Feeding America-ს გადაეცემა, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს საკვებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ შონმა და კამილამ კომპანიას საკუთარი ინიციატივით $100 000 უკვე შესწირეს.

შონ მენდესი: კამილა დედაჩემთან ურთიერთობის აღდგენაში დამეხმარა

The Christmas Song ამერიკელმა მუსიკოსებმა, რობერტ უელსმა და მელ ტორმემ დაწერეს. კომპოზიცია თავდაპირველად 1946 წელს ჯაზ პიანისტის, Nat King Cole-ის ტრიომ The King Cole Trio ჩაწერა. ნამუშევარი 1994 წელს გრემის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. ტრეკი სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ არტისტს აქვს დაქავერებული, მათ შორის არიან: კრისტინა აგილერა, მაიკლ ბუბლეი, ფრენკ სინატრა, ელა ფიცჯერალდი და სხვები.

კამილა კაბეიომ და შონ მენდესმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს. დასავლურ მედიაში შონისა და კამილას ურთიერთობაზე საუბარი მათი ერთობლივი ჰიტის Señorita გავრცელების შემდეგ დაიწყო. 2019 წლის 21 იანვარს ატვირთულმა კლიპმა, რომელშიც ისინი შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, მილიარდნახევარ ნახვას გადააჭარბა და არტისტებს გრემის ნომინაცია მოუტანა. კაბეიოს და მენდესს კიდევ ერთი ჰიტად ქცეული სიმღერა I Know What You Did Last Summer აქვთ გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული