Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა ფელონის შოუში კომპოზიცია All You’re Dreaming Of შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ Oasis-ის ყოფილი წევრი, ლიამ გალაჰერი ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში ბენდთან ერთად ნოემბერში გამოცემული საშობაო კომპოზიცია All You’re Dreaming Of შეასრულა.

► ნახეთ: ლიამ გალაჰერმა კომპოზიცია All You’re Dreaming Of შეასრულა

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული