Thumbnail

ნახეთ: Roc Marciano კლიპს Garbage Pal Kids აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ემსი, როქ მარსიანო მსმენელს კომპოზიციაზე Garbage Pal Kids გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერი თავად როქ მარსი გახლავთ. ჩანაწერი ანდერგრაუნდ რეპერის ახალგავრცელებულ ალბომში Mt. Marci არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Roc Marciano ალბომს Mt. Marci აქვეყნებს

ნახეთ: Roc Marciano კლიპში Downtown 81

როქ მარსიანომ მუსიკალური მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მალევე რეპერი ცნობილმა კოლეგამ, ბასთა რაიმსმა საკუთარ ლეიბლზე Flipmode Squad აიყვანა. თუმცა, ანდერგრაუნდ ემსიმ ფართო საზოგადოების ყურადღება გაერთიანებიდან წამოსვლის შემდეგ მოიპოვა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Marcberg კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დღეისთვის მარსის დისკოგრაფია ათზე მეტ სტუდიურ ნამუშევარს მოიცავს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია დიჯეი მაგსთან ერთად შექმნილი ჩანაწერი Kaos. ამასთან, საყოველთაო აღიარება მოიპოვა მარსის 2020 წლის სტუდიურმა ნამუშევარმა Mt. Marci. უნიკალური ხელწერისა და გამორჩეული პროდაქშენის დამსახურებით ვეტერანი რეპერი არაერთი ახალგაზრდა კოლეგის შთაგონების წყაროდ იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული