Thumbnail

ნახეთ: ლილ უეინი კომპოზიციაზე Something Different გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი დუეინ კარტერი, ფსევდონიმით Lil Wayne, კომპოზიციაზე Something Different გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ლუიზიანელმა რეპერმა ჩანაწერში პოპულარული კოლეგის, დრეიქის ჰიტის Laugh Now Cry Later ინსტრუმენტალი გამოიყენა. ტრეკი ვეინის ახალგავრცელებულ მიქსტეიპში No Ceilings 3 არის წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: ლილ უეინი მიქსტეიპს 'No Ceilings 3' ავრცელებს 

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული