Thumbnail

ნახეთ: ანონიმი ქართველი არტისტების პროექტი Circus Mircus ოთხ სიმღერას ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ანონიმი ქართველი არტისტების ახალმა პროექტმა Circus Mircus თბილისის კამერულ თეატრში პერფორმანსი გამართა. მათ კომპოზიციები Introduction, White Boy Funk, Nobody და Plastique Bijou შეასრულეს. მუსიკოსების სადებიუტო ლაივი Dorian Red-მა გადაიღო. ჯგუფმა აგრეთვე ალბომი Circus Mircus გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული ოთხი სიმღერა შევიდა.

Circus Mircus სამი ქართველი არტისტისგან შედგება, რომელთა ფსევდონიმებია: ბავონც გევორქიანი, იგორ ფონ ლიხტენშტეინი და დამოკლეს სტავრიადისი. პროექტის იუთუბის არხის აღწერის ველში კი მოთხრობილია:

"ბენდის პირველი ლაივი თბილისში, საქართველოში ჩატარდა. ამ ადგილს ჯგუფის სამივე წევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს, რადგანაც ისინი აქ მდებარე ცირკის აკადემიაში სწავლობდნენ, საიდანაც მოგვიანებით გარიცხეს. ამის შემდეგ არტისტები გაერთიანდნენ და მისტერ კაიტის მოხეტიალე ცირკთან ერთად წლების განმავლობაში მსოფლიო ტურნეს მართავდნენ. კოლექტივის შემოქმედება, რომელიც რამდენიმე ჟანრს მოიცავს, ჯგუფის თითოეული წევრის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს წარმოაჩენს".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული