Thumbnail

Lil Uzi Vert: შეუძლებელია, რიანა და ASAP Rocky ერთად იყვნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფლორიდელი რეპერი, სიმირ ვუდსი, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, რომელიც მრავალი წელია, საჯაროდ გამოხატავს ბარბადოსელი მომღერლის, რიანას მიმართ სიყვარულს, ინტერნეტში გავრცელებულ პაპარაცულ ფოტოებს გამოეხმაურა, რომელზეც რირი და ჰიპ ჰოპ არტისტი, ASAP Rocky ნიუ იორკის ერთ-ერთი რესტორნის დატოვებისას არიან აღბეჭდილი. სწორედ ამ კადრების გამო გახდა მუსიკოსების სავარაუდო რომანის შესახებ დასავლურ მედიაში არსებული მითქმა-მოთქმა კვლავ აქტუალური. ლილ უზი ვერტმა ერთ-ერთი სურათი ინსტაგრამის სთორიში ატვირთა და დააწერა:

ნახეთ: Future და Lil Uzi Vert კლიპში Over Your Head

"ეს სიმართლე ვერ იქნება".

ინტერნეტში გავრცელებული პაპარაცული ფოტოებისა და ვიდეოების ხილვის შემდეგ რეპერმა რირის ინსტაგრამზე გამოწერაც გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ მომღერალი წლების განმავლობაში ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის უზის ინსტაგრამზე ჰყავდა გამოწერილი.

ლილ უზი ვერტის მძაფრი რეაქცია რიანასა და ეისეფის ურთიერთობასთან დაკავშირებულ ჭორზე ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ. მათ ტვიტერზე სახალისო მიმები გაავრცელეს.

"ლილ უზი მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ რიანა და ეისეფი ერთმანეთს ხვდებიან".

"უზი მას შემდეგ, რაც რიანას და ეისეფის შესახებ გაიგო".

"ლილ უზი ვერტი ახლა".

ლილ უზი ვერტსა და რიანას კარიერის განმავლობაში საერთო კომპოზიცია არ ჩაუწერიათ. თუმცა, ის მუდმივად გამოხატავდა ბარბადოსელის მიმართ აღფრთოვანებას.

ლილ უზი 2019 წელს რიანას გამოსახულების მქონე მაისურით

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული