Thumbnail

მოუსმინეთ: ელვის კოსტელომ და იგი პოპმა ფრანგულენოვანი სიმღერა გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელვის კოსტელომ და ლეგენდარულმა ამერიკელმა არტისტმა, იგი პოპმა კოსტელოს ბოლო ალბომში Hey Clockface შესული კომპოზიციის No Flag განახლებული ვერსია გაავრცელეს. ისინი სიმღერას ფრანგულ ენაზე ასრულებენ.

მოუსმინეთ: ელვის კოსტელომ ალბომი Hey Clockface გაავრცელა

ელვის კოსტელომ მუსიკალური კარიერა 1970 წელს დაიწყო. პოპის, როკისა და ნიუ ვეივის შემსრულებელმა ჰიტებით I Want You, She და Pump It Up გაითქვა სახელი. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, The Roots, The Strokes და ა.შ. 2003 წლიდან კოსტელო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

ჯეიმს ოსტერბერგმა, ფსევდონიმით Iggy Pop, კი მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის The Stooges ვოკალისტი იყო. არტისტის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: The Passenger, Lust For Life და Candy.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული