Thumbnail

ნახეთ: ენტონი კლემონსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა კომპოზიცია Better Days შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენტონი კლემონსმა და პოპვარსკვლავმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა საქველმოქმედო ონლაინ კონცერტზე თავიანთი ერთობლივი კომპოზიცია Better Days შეასრულეს. სინგლი არტისტებმა 3 დეკემბერს გაავრცელეს.

ენტონიმ მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გაიცნო, როდესაც პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის კომპოზიციაში All Mine მიიღო მონაწილეობა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ჯეი ზი, ბიონსე, ჩაილდიშ გამბინო, სკრილექსი, კამილა კაბეიო და სხვები. სადებიუტო EP სახელწოდებით Happy 2 Be Here მან მიმდინარე წელს გამოსცა და საუკეთესო არენბი ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინაციაც დაიმსახურა.

10 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა კი პოპულარობა ბოიბენდში NSYNC მოღვაწეობით მოიპოვა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Cry Me a River, What Goes Around...Comes Around და LoveStoned მოუტანა. 2007-13 წლებში გამოცემამ Time შემსრულებელი მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული