Thumbnail

ნახეთ: ლილ ბეიბიმ ახალი ტრეკები Errbody და On Me კლიპებთან ერთად გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენლმა, დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, 26-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, მსმენელს ვიდეორგოლებთან ერთად გამოქვეყნებული კომპოზიციები Errbody და On Me შესთავაზა. ტრეკის Errbody პროდიუსერი Section 8, ხოლო მეორე ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორები Chi Chi და EVRGRN არიან.

Lil Baby: თუ 100 000 დოლარი არ გაქვს, თანამშრომლობას ნუ მთხოვ

Lil Baby: ერთ კვირაში 60 დოლარი 100 000-ად ვაქციე

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 2 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული