Thumbnail

ნახეთ: საშობაო სიმღერა მერაია ქერის, არიანა გრანდესა და ჯენიფერ ჰადსონის შესრულებით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ 2010 წელს გავრცელებულ საშობაო ალბომში Merry Christmas II You შესული კომპოზიციის Oh Santa! რემიქსი გამოუშვა, რომელშიც არიანა გრანდე და ჯენიფერ ჰადსონი მონაწილეობენ. მუსიკოსებმა სიმღერის ოფიციალური კლიპიც გაავრცელეს, რომელშიც პლატფორმის AppleTV+ გადაცემაში Mariah Carey’s Magical Christmas Special შემდგარი პერფორმანსია ნაჩვენები.

მერაია ქერის All I Want for Christmas Is You ჩარტებს უბრუნდება

მერიაი ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული