ბრიტანელი არტისტი Yungblud და კლივლენდელი მუსიკოსი Machine Gun Kelly, ვიზუალურ ნამუშევართან ერთად, ახალ კომპოზიციას acting like that ავრცელებენ. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი დრამერი, ტრევის ბარკერი გახლავთ. სინგლი იანგბლადის მომავალ ალბომში Weird! შევა, რომელიც 4 დეკემბერს გამოიცემა.
დომინიკ რიჩარდ ჰარისონმა, ფსევდონიმით Yungblud, მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Psychotic Kids და Medication მოუტანა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ როკს მოიცავს.
კომენტარები