Thumbnail

ჯიმი პეიჯი: Whole Lotta Love-ს დღესაც ყურს რომ მოჰკრავენ, სახეზე ღიმილი ეფინებათ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Led Zeppelin-ის გიტარისტმა, ჯიმი პეიჯმა გამოცემა Guitar World-თან ინტერვიუში ჯგუფის ცნობილი სიმღერა Whole Lotta Love გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავიდანვე იცოდა, კომპოზიცია ჰიტი გახდებოდა.

ჯიმი პეიჯი: საშინელი პერიოდია, კონცერტების გარეშე მუსიკა არაფერია

ჯიმი პეიჯი საუბრობს, რით გამოირჩეოდა Led Zeppelin "ბითლზისა" და სხვა ბენდებისგან

"როდესაც Whole Lotta Love ჩავწერეთ, ზუსტად ვიცოდი, ეს სიმღერა ყველას მოეწონებოდა. მისი გიტარის რიფი ძალიან ენერგიული და ამყოლია. დღესაც, როდესაც ვინმე მას ყურს მოჰკრავს, სახეზე ღიმილი ეფინება. ნამდვილად პოზიტიური მომენტია", - ამბობს პეიჯი.

Whole Lotta Love "ლედ ზეპელინის" რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Led Zeppelin II არის წარმოდგენილი, რომელიც 1969 წელს გამოიცა. ჟურნალმა Rolling Stone კომპოზიცია ყველა დროის 500 საუკეთესო ტრეკს შორის დაასახელა. ნამუშევრის შექმნისას ამერიკელი მუსიკოსის, უილი დიქსონის ჩანაწერი You Need Love გამოიყენეს.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული