Thumbnail

კოსტიუმები, რომლებიც BTS-ის წევრებს კლიპში Dynamite ეცვათ, აუქციონზე გაიყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჯულიენის სააუქციონო სახლი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ბაზაზე შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან MusiCares Foundation თანამშრომლობით, 29 იანვარს აუქციონს MusiCares Charity Relief Auction გამართავს, რომელზეც ცნობილი მუსიკოსების მიერ შემოწირული ნივთები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის კოსტიუმები, რომლებიც ბიჭებს ბოლო ალბომში BE შესულ ჰიტზე Dynamite გადაღებულ კლიპში ეცვათ.

სამხრეთ კორეის პარლამენტი BTS-ის წევრებს ნებას აძლევს, ჯარში 30 წლამდე არ წავიდნენ

BTS გრემიზე წარადგინეს

"მადლობას ვუხდით "ბითიესს" გულუხვობისთვის. ამ განსაკუთრებული ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება", - ნათქვამია ჯულიენის აუქციონის დამაარსებლის, დერენ ჯულიენის განცხადებაში.

აუქციონი, რომელიც ბევერლი ჰილსზე ჩატარდება, მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული