Thumbnail

ცნობილმა ვიდეოპლატფორმამ, TikTok-მა 2020 წელი შეაჯამა და ის შემსრულებლები და სიმღერები დაასახელა, რომლებიც მიმდინარე წელს პლატფორმაზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. კომპოზიციების ჩამონათვალში პირველ ადგილს ამერიკელი მომღერლის, ჯეისონ დერულოსა და პროდიუსერ Jawsh 685-ის სიმღერა Savage Love (Laxed – Siren Beat) იკავებს. ათეულში აგრეთვე მოხვდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: Megan Thee Stallion-ის Savage-ს რემიქსი, Cardi B-სა და მეგანის ერთობლივი ნამუშევარი WAP, როდი რიჩის The Box და სხვა.

Spotify-მ 2020 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსები, სიმღერები და ალბომები დაასახელა

ნახეთ: 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი მუსიკოსები

სრული ათეული ასე გამოიყურება:

1. Jawsh 685 & Jason Derulo - Savage Love
2. Megan Thee Stallion - Savage (Remix) Ft. Beyoncé
3. Travis Scott - OUT WEST Ft. Young Thug
4. Cardi B - WAP Ft. Megan Thee Stallion
5. Doja Cat - Say So
6. Saweetie - Tap In
7. Roddy Ricch - The Box
8. Rod Wave - Rags2Riches Ft. ATR Son Son
9. BENEE - Supalonely Ft. Gus Dapperton
10. Pop Smoke - What You Know Bout Love

რაც შეეხება ცნობილი ადამიანების ზოგად ათეულს, "ტიკ ტოკზე" ყველაზე დიდი პოპულარობის მქონე ვარსკვლავებს შორის რვა მუსიკოსი გვხვდება.

1. Jason Derulo
2. Kylie Jenner
3. Lizzo
4. Charlie Puth
5. Tyga
6. China McClain
7. Lil Yachty
8. Dr. Phil
9. Shay Mitchell
10. Jack Black

კომენტარები

ბოლოს დამატებული