ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica ცნობილი როკ ბენდის Alice In Chains ჰიტის Would? ქავერ ვერსია გაავრცელა. მუსიკოსებმა ნამუშევარი დისტანციურად, საკუთარი სახლებიდან შეასრულეს.
► ლარს ულრიხს ჰკითხეს, რომელია Metallica-ს ყველაზე კარგი და ცუდი ალბომი
► ნახეთ: Metallica-მ საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გამართა
Would? 1992 წელს ფილმისთვის Singles ჩაიწერა. ტრეკი Alice In Chains-ის მიერ ამავე წელს გამოცემულ რიგით მეორე ალბომში Dirt შედის.
"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.
კომენტარები