Thumbnail

ნახეთ: New Order კომპოზიციაზე Be A Rebel გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა New Order კომპოზიციაზე Be A Rebel გადაღებული კლიპი გაავრცელა. 5-წლიანი პაუზის შემდეგ გამოცემული სინგლი არტისტებმა ბოლო ალბომზე Music Complete მუშაობის პერიოდში შექმნეს. მუსიკალური ვიდეორგოლის ავტორი მადრიდელი რეჟისორი NYSU გახლავთ.

ნახეთ: New Order-მა Adidas-თან თანამშრომლობით ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

იან კერტისის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში, 1980 წლის ოქტომბერში Joy Division-ის წევრებმა ახალი ბენდი New Order შექმნეს. ფრონტმენის როლი გიტარისტმა, ბერნარდ სამნერმა მოირგო. 1981 წელს ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Movement გაავრცელა. არსებობის პირველ ეტაპზე კოლექტივი Joy Division-ისა და კერტისის ჩრდილქვეშ იყო მოქცეული, თუმცა, ჟღერადობაში ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ელემენტების შემოტანამ New Order-ს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პროექტად აქცია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული