Thumbnail

მოუსმინეთ: ბრიტნი სპირსი ახალ კომპოზიციას Swimming in the Stars ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა 2 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე ახალი სინგლი Swimming in the Stars გაავრცელა. კომპოზიცია 39 წლის არტისტის რიგით მეცხრე ალბომისთვის Glory ჩაიწერა, თუმცა, 2016 წელს გამოშვებულ ნამუშევარში აღარ მოხვედრილა. სიმღერა სტუდიური ჩანაწერის დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 დეკემბერს ჩაეშვება.

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში თავი ასე ბედნიერად არ მიგრძვნია

ბრიტნი სპირსის ვიზაჟისტი: ის ვერ აჩენს შვილს, ვერ ქორწინდება შეყვარებულზე

აღსანიშნავია, რომ ბრიტნი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით უკვე 12 წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, მეურვეობის საკითხზე მამამისთან, ჯეიმი სპირსთან სასამართლოში დავობს. როგორც მომღერლის ადვოკატი, ინგჰემი ამბობს, ის სცენაზე მანამ არ აპირებს დაბრუნებას, სანამ ჯეიმის მისი კარიერის განკარგვის უფლება ექნება.

ადვოკატი: ბრიტნი სცენას არ დაუბრუნდება, თუ ისევ მამა გააკონტროლებს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული