Thumbnail

Juicy J: Three 6 Mafia ყველა დროის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ჯგუფია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობის, თრეფის პიონერმა, ჯორდან მაიკლ ჰიუსტონმა, ფსევდონიმით Juicy J, რომელმაც ახლახან სოლო ალბომი The Hustle Continues გამოაქვეყნა, ინსტაგრამზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ვეტერანი მემფისელი შემსრულებლის თქმით, მისი ჯგუფი Three 6 Mafia ჟანრის ისტორიაში საუკეთესო კოლექტივია.

მოუსმინეთ: ჯუსი ჯეი სოლო ალბომს The Hustle Continues აქვეყნებს

"რომელია ყველა დროის საუკეთესო ჰიპ ჰოპ კოლექტივი? Three 6 Mafia", - დაწერა ჯუისი ჯეიმ.

ჯგუფი Three 6 Mafia 1991 წელს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში ჩამოყალიბდა. კოლექტივის შემოქმედება თრეფის, ქრანქისა და სამხრეთული ჰიპ ჰოპ ჟღერადობის სინთეზია. მუსიკოსების კარიერის საწყის ეტაპზე მათ მიერ ახლებურად გაჟღერებული რეპი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, თუმცა, ეს დროებითი მოვლენა იყო.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჯუისი ჯეი წერს კომპოზიციას Slob On My Knob, რომელმაც დღის სინათლე მხოლოდ 1999 წელს გავრცელებულ ალბომში CrazyNDaLazDayz იხილა. 2017-18 წლებში ამ ჩანაწერის მელოდია საკუთარ ნამუშევრებში არაერთმა ცნობილმა რეპერმა გამოიყენა. შედეგად, დაახლოებით 25 წლის წინ შექმნილი ტრეკი Apple Music-ის ჩარტის სათავეში მოექცა.

ჯგუფის კიდევ ერთი წარმატება კომპოზიციას It's Hard Out Here For A უკავშირდება, რომელიც ფილმისთვის Hustle & Flow დაიწერა. 2006 წელს ჩანაწერმა წლის საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში ოსკარის ჯილდო მოიპოვა.

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი 2012 წელს დაიშალა. გაერთიანების წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. 2013 წელს კოლექტივის წევრი, დიჯეი პოლის ძმა Lord Infamous გულის შეტევით გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ კი 40 წლის ასაკში ინსულტისგან ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი Koopsta Knicca დაიღუპა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული