Thumbnail

მოუსმინეთ: HVL-მა ახალი ალბომი Aura Fossil გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დიჯეიმ და პროდიუსერმა გიგი ჯიქიამ, სასცენო სახელით HVL, ახალი ალბომი სახელწოდებით Aura Fossil გაავრცელა. ჩანაწერში სულ 17 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: HVL - Temppa

მოუსმინეთ: HVL-ის რელიზი Alignment

გიგი ჯიქია ქართველმა მსმენელმა 2009 წელს თბილისში შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Rough House Rosie მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი Deep Survey გამოიცა. ამავე წელს ლეიბლმა Voyager მუსიკოსის კიდევ ერთი ნამუშევარი Flats გაავრცელა. მომდევნო წლებში არტისტმა კიდევ რამდენიმე EP გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია: Lucky Star of High Minded, Away From Everything We Know და Persona Non Grata.

კომენტარები

ბოლოს დამატებული