ინტერნეტში პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსების, ტომ იორკის, Burial-ისა და Four Tet-ის ორი ახალი ერთობლივი კომპოზიცია Her Revolution და His Rope გავრცელდა. ნამუშევრები 12-ინჩიანი ვინილის სახით, მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოიცა და ლონდონში მდებარე ორ მუსიკალურ მაღაზიაში Sounds of the Universe და Phonica today სრულად ამოიყიდა.
კომპოზიციები მუსიკალურ პლატფორმებზე ოფიციალურად არ გავრცელებულა. ჩანაწერები მხოლოდ იუთუბის მომხმარებლებმა ატვირთეს.
აღსანიშნავია, რომ არტისტებმა კოლაბორაციულ ნამუშევარზე პირველად 2011 წელს ითანამშრომლეს. მაშინ მუსიკოსებმა ორმაგი სინგლი Ego / Mirror ფორ ტეტის ლეიბლზე Text Records გამოსცეს.
კომენტარები