Thumbnail

დეტროიტელი ემსი, ჯეიმს ჯოუნსი, სასცენო სახელით Boldy James, მსმენელს მორიგ კომპოზიციას On Ten სთავაზობს. ანდერგრაუნდ რეპერის ახალი ტრეკის პროდიუსერი Real Bad Man გახლავთ. ჩანაწერი ბოლდის მომავალი სტუდიური ნამუშევრის Real Bad Boldy ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Boldy James - Thousand Pills

მოუსმინეთ: Boldy James ალბომს The Versace Tape ავრცელებს

მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ

ბოლდი ჯეიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ანდერგრაუნდ ემსიმ სახელი ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად 2013 წელს ჩაწერილი ალბომით My 1st Chemistry Set გაითქვა. კოლეგებმა 2020 წელს მეორე კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი The Price Of Tea In China გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. 2020 წლიდან დეტროიტელი შემსრულებელი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრია. მას შემდეგ ბოლდიმ თაყვანისმცემლებს მიქსტეიპები Manger On McNichols და The Versace Tape შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული