Thumbnail

მოუსმინეთ: 50 Cent ახალ კომპოზიციას აქვეყნებს, რომელშიც NLE Choppa მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სახელოვანმა ქუინსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიცია Part Of The Game გამოაქვეყნა. ნიუ იორკელი ვეტერანის ტრეკში მისი ახალგაზრდა, თუმცა, უკვე საკმაოდ ცნობილი კოლეგა NLE Choppa და არენბი შემსრულებელი Rileyy Lanez მონაწილეობენ. ჩანაწერი კურტისის საავტორო ტელესერიალის Power რიგით მესამე სეზონის Raising Kanan მთავარი საუნდტრეკი იქნება. ტელეშოუს პრემიერა 2021 წელს შედგება.

50 Cent-ის ჰიტი Many Men 2020 წლის ყველაზე შთამაგონებელ ტრეკად დასახელდა

50 Cent: ხანდახან გვაიძულებენ, რომ ცუდი ბიჭები ვიყოთ

ნახეთ: ქენდრიქ ლამარმა 50 Cent-ის სერიალში Power მიიღო მონაწილეობა

კურტისმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, მუსიკოსი პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit დამფუძნებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული