Thumbnail

მოუსმინეთ: Cabaret Voltaire ახალ ალბომს Shadow of Fear ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

საკულტო ბრიტანული პროექტი Cabaret Voltaire ახალ ალბომს Shadow of Fear ავრცელებს. რიჩარდ კირკმა სტუდიური ჩანაწერი 26-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა. ნამუშევარი 8 კომპოზიციას აერთიანებს.

ინდასტრიალის ერთ-ერთი პიონერი კოლექტივი Cabaret Voltaire სტივენ მელინდერმა, რიჩარდ კირკმა და კრის უოტსონმა 1973 წელს შექმნეს, ექვსი წლის შემდეგ კი სადებიუტო ალბომი Mix-Up გაავრცელეს. ჯგუფმა სახელწოდება ციურიხში მდებარე კლუბისგან აიღო, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დადაისტური მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა. მუსიკოსების ადრეული სტილი სწორედ ხელოვნების ამ ავანგარდული მიმართულებით იყო შთაგონებული.

ინდასტრიალის ეტაპი ჯგუფის შემოქმედებაში 1981 წელს კლავიშისტ კრის უოტსონის წასვლასთან ერთად დასრულდა. ამის შემდეგ Cabaret Voltaire ისეთი მუსიკალური მიმდინარეობების პიონერად იქცა, როგორებიცაა: ჰაუსი, დაბ ჰაუსი, ტექნო, ეთნო-ტექნო და ემბიენთ ტექნო. 1994 წელს რიგით მეცამეტე ალბომის გამოცემის შემდეგ კოლექტივი დაიშალა, თუმცა, 2014 წელს რიჩარდ კირკმა მისი აღდგენა გადაწყვიტა. მომდევნო წლებში მუსიკოსმა პროექტის ფარგლებში რამდენიმე ტურნეც გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული