Thumbnail

ნახეთ: ალანის მორისეტმა ჯონ ლენონის კომპოზიცია Happy Xmas (War Is Over) დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელ-ამერიკელი მომღერალი, ალანის მორისეტი ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონისა და მისი ცოლის, იოკო ონოს კომპოზიციის Happy Xmas (War Is Over) ქავერ ვერსიას და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს.

მოუსმინეთ: ალანის მორისეტი ახალ ალბომს Such Pretty Forks in the Road ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ მორისეტმა ვიდეორგოლიც ორიგინალი ნამუშევრის მსგავსი გადაიღო.

Happy Xmas (War Is Over) ლენონმა და იოკო ონომ 1971 წელს გამოსცეს. ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო საშობაო სიმღერა, The Beatles-ის დაშლის შემდეგ, ლენონის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლია.

ალანის მორისეტმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Alanis გაავრცელა. 7 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 1995 წლის ნამუშევარმა Jagged Little Pill მოუტანა. დღემდე ამ ალბომის 33 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული