Thumbnail

ოთახი, რომელშიც ოზი ოსბორნმა ბავშვობა გაატარა, დღიურად ქირავდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მდებარე ერთ-ერთ სახლში, სადაც ლეგენდარული მუსიკოსი, ოზი ოსბორნი მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ერთი ოთახი ქირავდება. როგორც ოსბორნმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ბინის ამჟამინდელი მფლობელი მის საძინებელს დღიურად, 400 გირვანქა სტერლინგად აქირავებს.

ოზი ოსბორნი: კორონავირუსი თუ დამემართება, აუცილებლად მოვკვდები

ოზი ოსბორნის ფავორიტი 10 ჰევი მეტალ ალბომი

ოზი ოსბორნი

"ჩემი ძველი ბინის ამჟამინდელი მფლობელი ოთახს, რომელშიც ბავშვობაში მეძინა, ერთი ღამით 400 გირვანქა სტერლინგად აქირავებს. არადა, მთლიანი სახლი სულ 300 გირვანქა არ ღირს. როგორც ჩანს, სააბაზანოს გადიდება უნდა. ამ სახლის დატოვებიდან მრავალი წლის შემდეგ, მის სანახავად დავბრუნდი. როცა პატარა ხარ, ყველაფერი უზარმაზარი გეჩვენება. აქ ვცხოვრობდით მე, დედა, მამა და ხუთი და-ძმა. სულ რვანი. აღმოვაჩინე, რომ ისეთი პაწაწინა სახლი ყოფილა, გამიკვირდა, როგორ ვახერხებდით აქ ყოფნას-მეთქი", - ამბობს ოზი.

ორსაძინებლიანი სახლი ესტონის რაიონში, ლოჯ როუდის 14 ნომერში მდებარეობს

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-2005 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული