ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა და ბიზნესმენმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ინსტაგრამზე ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ახალბედა კოლეგა NLE Choppa მონაწილეობს. ვიდეო, რომელიც ტრეკს ერთვის, სწორედ ამ უკანასკნელის ავტომობილშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი კურტისის საავტორო ტელესერიალის Power რიგით მესამე სეზონის Raising Kanan მთავარი საუნდტრეკი იქნება. ტელეშოუს პრემიერა 2021 წელს შედგება.
► 50 Cent-ის ჰიტი Many Men 2020 წლის ყველაზე შთამაგონებელ ტრეკად დასახელდა
► 50 Cent: ხანდახან გვაიძულებენ, რომ ცუდი ბიჭები ვიყოთ
► ნახეთ: ქენდრიქ ლამარმა 50 Cent-ის სერიალში Power მიიღო მონაწილეობა
კურტისმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, მუსიკოსი პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit დამფუძნებელია.
კომენტარები