Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ნიკოლოზ ვერძეულის, ფსევდონიმით Nick Green, იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია "კარმა" გავრცელდა. გრინთან ერთად ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა, სანდრო გიუნაშვილი, იგივე G.UNA მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი Meyer Lvnsky გახლავთ.

მოუსმინეთ: Nick Green & Sf-x & TAHA - Bla Bla Bla

ნიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში პროდიუსერის რანგში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მან მსმენელს, ინსტრუმენტალებთან ერთად, საკუთარი რეჩიტატივებიც შესთავაზა. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით "500" გაავრცელა. ნიკ გრინი ყველაზე ხშირად მის კოლეგასთან, რას გრინთან თანამშრომლობს. მათი პოპულარული ტრეკებია "ტორუკ მაკტო", "ლამპიონი", XXXII და სხვა.

სანდრო ახალბედა რეპერია, რომელიც ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელმა ვიდეოჟურნალის FlowFlow ცნობილი გადაცემიდან PVP Batlle გაიცნო. მან დღემდე სულ რამდენიმე კომპოზიცია აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული