ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა გამოცემა Goldmine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მუსიკალური ნამუშევრების კოლექცია 120 000-ზე მეტ CD-ისა და 15 000 ფირფიტას ითვლის. არტისტის თქმით, ის ჩანაწერებს სახლში ინახავს, რათა მათზე წვდომა მუდმივად ჰქონდეს.
► ნახეთ: ელტონ ჯონმა ბარბის თოჯინა გამოუშვა
► ელტონ ჯონმა ყოფილ ცოლთან $4-მილიონიანი სასამართლო დავა დაასრულა
► ელტონ ჯონი: 30 წლის წინ შველა რომ არ მეთხოვა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი
"120 000-ზე მეტი CD და 15 000 ფირფიტა მაქვს. მათ ჩემს სახლში, თაროებზე ვინახავ და, თუ რომელიმე მათგანის მოსმენა მომინდება, ნებისმიერ დროს მარტივად შემიძლია, ავიღო და ჩავრთო. ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი, რომელიც მქონდა, ამერიკელი მომღერლის, დორის დეის ალბომი იყო. ის დედამ მიყიდა, რათა სტომატოლოგთან წავსულიყავი", - ამბობს ელტონი.
ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021-22 წლებში დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.
კომენტარები