Thumbnail

მოუსმინეთ: ლილ უეინი მიქსტეიპს 'No Ceilings 3' ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლილ უეინი თაყვანისმცემლებს მორიგ ახალ ნამუშევარს სთავაზობს. ლუიზიანელმა რეპერმა მისი ცნობილი მიქსტეიპების No Ceilings სერიის რიგით მესამე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც 20 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში უეინმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Drake, Young Thug, Euro, Gudda Gudda, Cory Gunz და სხვა.

ნახეთ: ლილ უეინმა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

Lil Wayne: ჩემი ახალი ტრეკები უნებართვოდ ვრცელდებოდა მაშინ, როცა მანქანას ვრეცხავდი

აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიქსტეიპების სერიის ფარგლებში სამხრეთელი რეპერი რეჩიტატივს კოლეგების ცნობილი კომპოზიციების ბითებზე კითხულობს.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული